სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ,,რუსთავი - თელავი - ჟინვალის “ DN 300 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოების გამო, დღეს, 07:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ქალაქ ყვარელს, ასევე, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: ალმატი, ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, გრემი, გრძელი ჭალა, ენისელი, თივი, თხილისწყარო, კუჭატანი, მთისძირი, ზინობიანი, საბუე, სანავარდო, სარუსო, საცხენე, შაქრიანი, შილდა, წიწკანაანთსერი, ჭიკაანი, ჩანტლისყურე; ახაშენი, ზეგაანი, მუკუზანი, ველისციხე, ვაზისუბანი, შაშიანი, ვაჩნაძიანი, კახიფარი, კალაური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა