გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ყაზბეგის, მცხეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუს“ კომპანიიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში ყანობი, კობი, ალმასიანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 16:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფლებში არმაზი, ძეგვი, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, თეზამი, ლელუბანი, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში მილახვრიანი, ბაზალეთ, ჩუგუნიაანი, კარიაულები და მიმდებარე სოფლებში,“ - აცხადებენ კომპანიაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს