500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა

4 თვის განმავლობაში შემოწმებული 500-ზე მეტი საავადმყოფოდან 100-ზე მეტი დაჯარიმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ზაალ კაპანაძე აცხადებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი. უკვე 500-ზე მეტი ამბულატორიული და სტაციონარული დაწესებულება შემოწმდა სალიცენზიო-სანებართვო პირობებთან და ტექნიკური რეგლამენტის დაცვასთან დაკავშირებით.

მისივე განმარტებით, საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგის შედეგად 7 შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა.

„შედგენილია სამართალდარღვევის 117 ოქმი. არის სხვადასხვა ტიპის დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ხარისხის შიდა სისტემების მართვას, დეზინფექცია-სტერილიზაციას, სამედიცინო ნარჩენების მართავს და მსგავსი ტიპის დარღვევები გამოიკვეთა. იყო რამდენიმე დარღვევა ტექნიკასთან დაკავშირებით - როგორც იცით, სამედიცინო აღჭურვილობა არ უნდა იყოს 1997 წელზე გვიან გამოშვებული.

დაჯარიმდა 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება. რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ჩვენ როდესაც ვამოწმებთ, ვაფიქსირებთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს და შემდეგ უკვე სასმართლო ახდენს სანქცირებას ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის.

7 შემთხვევის შესწავლა სამართალდამცავებმა დაიწყეს. შემოწმების შედეგად იყო გარკვეული ნიშნები, რომლებიც სცილდებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილს. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული საკითხები შემდგომი შესწავლისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

კითხვაზე, საგანგაშოა თუ არა ეს მაჩვენებლები, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების მიერ შეთავაზებული მომსახურების ხარისხთან მიმართებით პრობლემები არსებობს, თუმცა საგანგაშო არაა. მისივე თქმით, საჭიროა მუშაობა როგორც თავად კლინიკების, ასევე შესაბამისი სახელმწიფო უწყების, როგორც მარეგულირებლის მხრიდან.

იხილეთ ვიდეო: 500 საავადმყოფოს შემოწმების შედეგად 100-ზე მეტი დაჯარიმდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა