„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა მერაბ ბლადაძემ პარტია დატოვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა მერაბ ბლადაძემ პარტია დატოვა,- ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს მუშაობას.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პარტიასთან ხედვების შეუთავსებლობა გახდა.

„მადლობას მოვახსენებ ამომრჩევლებს მხარდაჭრისთვის. დღეის შემდეგ პარტიიდან დამოუკიდებლად გავაგრძელებ საქმიანობას, რამდენიმე დღის წინ პარტიის ხელმძღვანელობასთან მქონდა კომუნიკაცია და გადავწყვიტე დამეტოვებინა პარტია, აზრთა შეუთავსებლობა იყო. ვფიქრობ, რომ პარტიაში ბევრი ახალგაზრდა უნდა იყოს, რაზეც პარტიის ხელმძღვანელობამ განმიცხადა, რომ საკმაო რაოდენობის ახალგაზრდები არიან გუნდში. სამომავლოდ ვისთან ვითანამშრომლებ არ გადამიწყვეტია. ჩემი აზრით, „პატრიოტთა ალიანსის" აჭარის რეგიონის ორგანიზაციას ადგილობრივი კადრი უნდა ხელმძღვანელობდეს, პარტიას აჭარაში არჩილ ლეკიშვილი ხელმძღვანელობს. ჩემი გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებისთვის მოულოდნელი არ იყო“,- განაცხადა მერაბ ბლადაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის თებერვალში მერაბ ბლადაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოში ზაზა ოქუაშვილი ჩაანაცვლა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს