აკაკი ბობოხიძე დიმიტრი ხუნდაძეს - ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე ერთადერთი მეუფე იაკობი ლაპარაკობს და ივანიშვილს აბრალებს - ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?!

ეკლესიიდან, ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს, გახარიას და ივანიშვილის გარდა, არავის აბრალებენ და ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?! - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის გამოსვლას, რომელმაც საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

„არ ვიცი, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ უტიფრობასთან. ბატონებო, ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე - მეუფე იაკობი და თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს გაბრალებთ ამ ყველაფერს და ბატონი დიმიტრი რომ გამოდიოდა, გამიკვირდა. ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ თუ რა ხდება?! იმიტომ, რომ სხვას არავის, ამ ქვეყანაზე, ეკლესიიდან, ეკლესიის წინააღმდეგ შტურმს არ აბრალებენ. გახარიას და ივანიშვილს აბრალებენ მხოლოდ“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, „შეუძლებელია განსაკუთრებული ემოციის გარეშე შეაფასო ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და სრულიად გამიზნულად დაგეგმილი სპეცოპერაცია ეკლესიასა და საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ“.

„რა ჯიშის ხართ? რა ჯილაგის ხართ? რა რწმენის ხართ? გინდათ, გაილაშქროთ და სულში ჩააფურთხოთ საქართველოს. თქვენ ეს არ გამოგივათ!“, - მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმებებებს ახორციელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა