ირაკლი კობახიძე თინა ბოკუჩავას - ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არა ჩვენი სამშობლო და ზუსტად ამიტომ ხართ ბერბიჭაშვილები

ხალხი ნათლად ხედავს, ვის უყვარს და ვის არა ჩვენი სამშობლო და ზუსტად ამიტომ ხართ ბერბიჭაშვილები, - ასე უპასუხა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას კითხვას, მიიჩნევდა თუ არა, რომ გია ვოლსკის, თამარ ჩოგოშვილს, კობა ლურსმანაშვილსა და კარლო კოპალიანს უყვართ სამშობლო.

„ვადასტურებ, რა თქმა უნდა, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც აქ იყო ჩამოთვლილი უყვარს თავისი სამშობლო და უყვარს გულწრფელად, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენგან მარცხნივ სხედან. რაც შეეხება თქვენს სიყვარულს სამშობლოს მიმართ - თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც დაკარგეთ ჩვენი ტერიტორიის 20%, კორუფციაში ჩაალპეთ ქვეყანა, ციხეში აწამებდით პატიმრებს და დღეს აგრძელებთ ამ ყველაფერს, დღეს უტევთ ეკლესიას. 9 წელია ამ ყველაფრის ფონზე ვერ აგაძროთ ვერავინ სკამებიდან. აქედან გამომდინარე, ხალხი ნათლად ხედავს ვის უყვარს და ვის არ უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო და ზუსტად მაგიტომ ხართ ბერბიჭაშვილები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავდაპირველად თინა ბოკუჩავამ ირაკლი კობახიძის ბრალდებას უპასუხა, რომელიც ასევე სამშობლოს სიყვარულს ეხებოდა.

„მინდა ვუპასუხო ბატონ კობახიძეს, მან ასეთი ბრალდება გააჟღერა- თქვენ ქვეყანა არ გიყვართო, ჩვენკენ იშვერდა ტრადიციულად თითს. მაინტერესებს. ბატონო ირაკლი, თქვენ თუ თვლით, რომ კობა ლურსმანაშვილს უყვარს სამშობლო, რომელიც დღეს გამოირჩეოდა მუშტი-კრივში, გაქაჩვაზე, რომელიც თურმე საბიუჯეტო სახსრებს ურიცხავს მისივე ძმის კომპანიას, ზურა ლურსმანაშვილს. მე მაინტერესებს, ბატონო ირაკლი, თუ თვლით, რომ სამშობლო უყვარს თამარ ჩუგოშვილს, რომელიც ისე გაიტაცა კარიერისტულმა სწრაფვებმა, რომ ფაქტებს ამახინჯებს ოკუპაციასთან დაკავშირებით ამერიკულ გამოცემაში. მე მაინტერესებს, თქვენ თუ თვლით, რომ ვოლსკის თქვენი უმრავლესობის ლიდერს, რომელიც ახლა გამოვიდა მგზნებარედ, მას უყვარს სამშობლო, რომელიც "კომუნისტური პარტიის" რიგებში რჩებოდა მას შემდეგ, რაც როდიონოვის არმიამ თავები დაუჩეჩქვა ჩვენს მოქალაქეებს 9 აპრილს? მე მაინტერესებს, თქვენ თუ თვლით, ბატონო ირაკლი, რომ კარლო კოპალიანს უყვარს სამშობლო, რომელიც რაიკომის მდივანი იყო და რომელმაც 9 აპრილის შემდეგ ჩააბარა „გორკის უმაღლეს პარტიულ სკოლაში“. ასე რომ, მოღალატეები, კორუფციონერები და ბოლშევიკები, ბატონო ირაკლი, თქვენ რიგებში ეძებეთ“ , - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა