ლევან გოგიჩაიშვილი - უმრავლესობაში ზოგი იმიტომ არის აგრესიული, რომ ფიქრობს, ამის გამო შეიძლება საარჩევნო სიაში მოხვდეს - უნდათ რაღაც დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ

უნდათ რაღაცები დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ. რა მიიღო დღეს „ქართულმა ოცნებამ“? -უზრდელების ჯგუფი, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს და დაპირისპირებას გამოეხმაურა.

გოგიჩაიშვილის თქმით, აგრესია „ქართული ოცნებისგან“ მოდის და ისინი ცდილობენ ყურადღება მიიქციონ, რომ საარჩევნო სიაში მოხვდნენ.

„ვერ ვხვდები უმრავლესობას რაში სჭირდება ასეთი ისტერიული ფონი, რას უმტკიცებენ ხალხს. თუ ვინმეს რამის დამტკიცება უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დანაშაული ჩადენილი, უამრავი მტკიცებულებები, შემოდებული საქმეები დევს, ჩამოიღონ, წაუყენონ ბრალი. გაჭიმვა, ზედმეტი ნერვიულობა, რა საჭიროა? აგრესია მოდის „ქართული ოცნებიდან”, ძალიან აგრესიულები არიან. ზოგი იმიტომ არის აგრესიული, რომ ფიქრობს, ამის გამო შეიძლება საარჩევნო სიაში მოხვდეს. ადამიანებს უნდათ პარტიულ სიაში იყვნენ და 80 პროცენტი ამ მოცემულობიდან პარტიულ სიაში ვერ იქნება. უნდათ რაღაცები დაამტკიცონ, ბოლო ხმაზე იხავლონ, ეპატაჟით ყურადღება მიიქციონ. რა მიიღო დღეს „ქართულმა ოცნებამ“? - უზრდელების ჯგუფი, რომელიც ბილწსიტყვაობდა მთელი დღის განმავლობაში. რა მიიღეს? - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა