პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. 200 000 ამომრჩეველის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს მხოლოდ 32-მა დეპუტატმა (წინააღმდეგი - 55) დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

აღნიშნული კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3- პროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობს.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ისინი საარჩევნო ბლოკების დაშვებასა და სამპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნებას არ ემხრობიან.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს