ანონსი 13 ნოემბერი

13 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, ინტერნეტმმართველობის რიგით მეხუთე ფორუმი IGF 2019 გაიხსნება, რომლის მთავარი თემაც საქართველოს ინტერნეტსივრცის მთავარი გამოწვევები იქნება.

ფორუმს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე გახსნიან.

საკონტაქტო: 577 76 75 15

13 ნოემბერს 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ გამართავს დისკუსიას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოპოლიტიკის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

საკონტაქტოპირი: სალომე აჩბა, 593 73 75 03

13 ნოემბრს,10:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „აზარტული და მომგებიანი თამაშები“.

B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

13 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე და ლევან თარხნიშვილი მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიების შეხვედრაში. თემა: საკონსტიტუციო ცვლილებები, პროპორციული საარჩევნო სისტემა მის: ლეიბორისტული პარტიის ოფისი, ჯავახიშვილის #88 საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

13 ნოემბერს 11:00 საათზე, გურჯაანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ექსპრესფილიალების პრეზენტაცია გაიამართება.

მის: გურჯაანი, თამარ მეფის ქუჩა (იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე)

13 ნოემბერს,11:00 საათზე, საპატრიარქოს იურისტი და თაღლითობისთვის დაკავებული ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის - ირაკლი კაკულიას ინტერესების დამცველი ედიშერ ქარჩავა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს. მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ადვოკატი, ორგანიზაცია ,,ადვოკატები დემოკრატიისთვის“ თავმჯდომარე შალვა ხაჭაპურიძე და მისი კოლეგები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საგანგებო მიმართვა პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 ნოემბერს, 11:30 საათზე, „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტთან „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია გაიმართება.

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარკეთილში, მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციას - „მხოლოდ ერთობლივი სწორი ნაბიჯების დროა“ გამართავს.

მის: ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თამარ მეფის ქ. N59

საკონტაქტო: ნინო ტალახაძე - 595 053605

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, მარნეულში, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი ხელმოწერებს შეაგროვებენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებოს კომისიის შექმნის მოთხოვნით.

მის:მარნეული, რუსთაველის ქუჩა 72

საკონტაქტო: თეონა ჭალიძე 591051601

13 ნოემბერს, 12:20 საათზე, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების, მათ შორის ბესიკ თამლიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, კობა ნარჩემაშვილი სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

თემა: „სტუდენტური პარლამენტის ჩართულობა ქვეყნის ახალგაზრდულ პოლიტიკაში“.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

13 ნოემბერს, 13:30 საათზე, „ლოლიტაში“ გაიმართება საცალოდ ვაჭრობის, საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც პარიზის ბიზნეს სკოლის დეკანი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში ჩაატარებენ.

მის: ლოლიტა ჭოველიძის (ბელინსკის) ქუჩა #7, მესამე სართული.

საკონტაქტო პირი: ნატა კიზივაძე +995 599 28 06 06

13 ნოემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება.

მის. ინგოროყვას 7

13 ნოემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი გამართავს ბრიფინგს თემაზე: საყოველთაო გამოკითხვა სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ, ქალაქ რუსთავის შედეგები.

ბრიფინგი გაიმართება ბიუროს ოთახთან, B კორპუსის მე-2 სართულის ფოიეში.

საკონტაქტო: ლელა გიორგაძე 591949545

13 ნოემბერს, 17:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო