პარლამენტი საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭს, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს უყრის

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს ისე დასრულდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ვერც განხილვის დასრულება მოესწრო და ვერც კენჭისყრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, პლენარული სხდომა ხვალ 12:00 საათზე ამ საკითხის განხილვით დაიწყება.

სავარაუდოდ, კანონპროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაც ხვალვე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. ისინი გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებით კონსულტაციებს ითხოვდნენ, რის გამოც, საბოლოოდ ხვალვე უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა ჩაინიშნა.

ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები კი აცხადებენ, რომ ეს „უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია“ იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალოს.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა