უმრავლესობის დეპუტატი დაჩი ბერაია დეპუტატის მანდატის დატოვებას არ გამორიცხავს

ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ გუნდური პრინციპები დავიცვათ და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ „ქართულ ოცნებაში“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია დატოვოს მანდატი და „აღნიშნულზე მინიშნებები იყო" . კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა დადგეს მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი, ბერაია პასუხობს, რომ თეორიულად შესაძლებელია.

„ვთქვი, რომ მხარს არ დავუჭერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. იყო მოთხოვნა სხდომაზე კენჭისყრასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მივიღეთ. ჩემთვის იყო ეს მტკივნეული. მინდოდა, კენჭი გვეყარა, ვინ იყო მომხრე. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, პოზიცია არ შემიცვლია.

ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ გუნდურობის პრინციპები დავიცვათ და გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ. განსხვავებული აზრი 7-8 კაცმა გამოვთქვით, შეიძლება 10 იყო", - განაცხადა დაჩი ბერაიამ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის