მუნიციპალური ინსპექციის უფროსის პოსტს ლევან ჯღარკავა, „თბილსერვის ჯგუფს“ კი რომეო მიქაუტაძე უხელმძღვანელებს

მუნიციპალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას ლევან ჯღარკავა დაიკავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად კალაძემ რომეო მიქაუტაძე წარადგინა.

„ლევან ჯღარკავა აქამდე იკავებდა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის პოზიციას. მინდა ლევანს წარმატებები ვუსურვო. ლევანი არის ეფექტიანი მენეჯერი და თავისი საქმის პროფესიონალი. ის შეცვლის გიორგი ბაგრატიონს, რომელმაც, მოგეხსენებათ დატოვა აღნიშნული თანამდებობა და ამჟამად ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციას. რაც შეეხება „თბილსერვის ჯგუფს“ მის ხელმძღვანელად მინდა წარვადგინო რომეო მიქაუტაძე. რომასთან წლების განმავლობაში გვაქვს მუშაობის გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ის გახლდათ „საქრუსენერგოს“ გენერალური დირექტორი და საკმაოდ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ენერგოსექტორს",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რომეო მიქაუტაძე მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზეც, ბოლო პერიოდში მას „ენერგოტრანსის“ დირექტორის პოზიცია ეკავა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა