ლევან იზორიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციის შესრულება დაეკისრა

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების პირველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე საბჭოს მდივნის ფუნქცია დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ ლევან იზორიას დაეკისრა.

ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე უსაფრთხოების ჭრილში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში არსებულ პრობლემებს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისა და ოკუპირებულ ტერიტოროებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

სხდომაზე იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების აუცილებლობაზე. ამ თვალსაზრისით საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა