ანონსი  14 ნოემბერი

14 ნოემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

14 ნოემბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს HELP პროგრამის ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის ახალი კურსის პრეზენტაცია გაიმართება. კურსი განკუთვნილია პროკურორებისთვის, მოსამართლეებისა და გამომძიებლებისთვის.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კახაბერ საბანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი გოგაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე და ვანო ბოლქვაძე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი.

მის: იუსტიციის უმაღლეს სკოლა, ნ. ბოხუას ქ. 19

საკონტაქტო: ნინო არდია, 599235522

14 ნოემბერს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი DataFest Tbilisi 2019 გაიხსნება.

მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

14 ნოემბერი, 10:30 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, გამართავს პრესკონფერენციას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე საპარლამენტო განხილვების შესახებ.

მის: ''ღია საზოგადოების ფონდის'' ოფისი, ჭოველიძის 10.

საკონტაქტო : რევაზ ბარამიძე 598 89 00 21

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ოფისში მამუკა ხაზარაძე, გუნდის წევრებთან ერთად, საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: პროპორციული საარჩევნო სისტემა.

მის: უზნაძის #4

საკონტაქტო: 577 40 37 34

14 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „მუზეუმში“ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს’’ ინიციატივით გაიმართება კონფერენცია: “ეთიკური ციფრული კომუნიკაცია’’. კონფერენციაზე განხილული იქნება ქართულ საინფორმაციო გარემოში არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების გზები.

მის: ვახტანგ ორბელიანის ქუჩა 8/10

საკონტაქტო: 577403734

14 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: პასუხი მეუფე პეტრეს ბრალდებებზე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საპროტესტო აქცია განახლდება.

14 ნოემბერს 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული).

პლენარული სხდომის შესვენების დროს გაიმართება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, პრეზენტაცია „სახელმძღვანელო უვნებელი და ხარისხიანი თაფლის წარმოებისთვის“ გაიმართება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰერცელი და GIZ-ის პროგრამის დირექტორი კატია კამერერი გახსნიან.

საკონტაქტო: 591650500 სოფო მაქაცარია

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

14 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების, ილია გამგებლისა და დავით ქოქიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 ნომბერს, 12:30 საათზე, ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით შვედური ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა პირველი საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. (კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური)

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოსა და სომხეთში შვედეთის სამეფოს ელჩი ულრიკ თიდესტრომი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეპორტინგისა და საინფორმაციო ოფიცერი რობინ კლაპი.

მის.: შალვა დადიანის ქუჩა N2/1, 0105; ნატო-ს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, შოთა რუსთაველის სახელობის საკონფერენციო დარბაზი.

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, ნინო ბურჯანაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

14 ნოემბერს 14:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ექსპერტებს შეხვდებიან.

თემა: , „თვითმმართველი ქალაქების გამწვანებული ტერიტორიებისთვის „მწვანე ხაზების“ სტატუსის მინიჭების შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში კამპანია „იცურე მშვიდად“ წარმოადგენს სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის კვლევას - „წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენცია - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესი ქართულ კანონმდებლობაში“.

მის: აკაკი გახოკიძის 11 ა. 0 სართული, საკონფერენციო დარბაზი.

14 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ვარკეთილში მე-9 სართულიდან გადავარდნილი მოზარდის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით დაკავებული სრულწლოვნების სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია იურიდიული კვლევის ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14 ნოემბერს, 15:15 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სან-ტომეს და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა, თანამშრომლობისა და თემთა მინისტრს, ელსა მარია ნეტო დალვა ტეიხეირა დე ბაროს პინტოს შეხვდება

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

14 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) პრეზიდენტს სოსო ფხაკაძეს და ასოციაციის წევრებს შეხვდება. შეხვედრის მთავარი საკითხი ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგია (SNA 2008) იქნება.

მის: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), ლეონიძის ქ. 2

საკონტაქტო : მარიამ ყაველაშვილი 599 337133

14 ნოემბერს 17:00 საათზე, პარლამენტის წევრების, ეკა ბესელიასა და ზვიად კვაჭანტირაძის ინიციატივით, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან. თემა: „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი“

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

14 ნოემბერს, 18:00 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირმა ინაშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის.: B კორპუსი, III სართული, (პლენარული სხდომის დარბაზის წინ)

14 ნოემბერს, 18:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო "ინტურისტში" აჭარის რეგიონში პროფკავშირების ავსტრიული სკოლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

14 ნოემბერს, 18:00 საათზე, სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში, მორიგი თემატური პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას თემის სპეციალისტები და ექსპერტები დაესწრებიან.

თემა:განათლების რეფორმის ქართული მოდელი

მის: „ქორთიარდ მარიოტი“ თავისუფლების მოედანი 4

საკონტაქტო: თამარა ჯინჭარაძე - 551662525

14 ნოემბერს, 18:15 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინოლოგიური ასოციაციების კავშირის ორგანიზებით, დიაბეტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „მოქსიში“, გამომცემლობა „პალიტრა L”-ის პროექტ "ლურჯი ოკეანის" ახალი გამოცემების: რეიჩელ ჰოლისის „გონს მოეგე, დაო“ და სოფია ამორუზოს „როგორ გავხდი #Girlboss“ წარდგენა გაიმართება.

საკონტაქტო: მარიამ აბდუშელიშვილი, 598782842

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა