კობა კობალაძე - უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში  უდიდესი დამსახურება ვეტერანებს მიუძღვით და ისინი ჩვენგან უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ

უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში უდიდესი დამსახურება ვეტერანებს მიუძღვით და ისინი ჩვენგან უფრო მეტ დაფასებას იმსახურებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრმა კობა კობალაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის განხილვისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კობალაძემ აღნიშნა, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ომის ვეტერანებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა გათვალისწინებული არ არის.

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით დაიხარჯება ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი - 3 512 800 000 ლარი. თუმცა, გამოწვევად რჩება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური დახმარების საკითხი, რადგან 2020 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში კვლავ არ არის გათვალისწინებული ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენცია მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის განხილვისას გაჟღერდა აღნიშნული საკითხი და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა ამ მიმართულებით საკითხის გადახედვის თაობაზე.

საკმაოდ მტკივნეულია ვეტერანებისთვის 22-ლარიანი დახმარების საკითხი. დარწმუნებული ვარ, დეპუტატების უმრავლესობა ამ საკითხში ვეტერანებს გვერდში დაუდგება. ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომელიც ამ ქვეყანას წარმოვადგენთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხში უდიდესი დამსახურება სწორედ ვეტერანებს აქვთ, რომლებიც საკუთარი შრომითა და ბრძოლით გამორჩეული ხალხია“, - განაცხადა გენერალმა კობა კობალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა