საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ ერთი დეპუტატი ზაზა ხუციშვილი ტოვებს

მმართველ გუნდს კიდევ ერთი დეპუტატი - ზაზა ხუციშვილი ტოვებს. „პარტიის წევრი მე არ ვყოფილვარ და ბუნებრივია, ვერ დავტოვებ. მაჟორიტარი დეპუტატი გახლავართ და ამ მოვალეობას შევასრულებ ბოლომდე. საპარლამენტო უმრავლესობა დავტოვე“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რამდენიმე წუთის წინ.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი კენჭისყრაზე ჩააგდო, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრუიძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა