გედევან ფოფხაძე - დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი იჯდა

ამ კანონპროექტის ჩავარდნას უკვე მოჰყვა ის, რომ პოლიტიკური პროცესი დამთავრდა და გამოცხადდა არაფორმალურად დიქტატურის დამყარება. მიმაჩნია, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილას ისევ გავრილოვი იჯდა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და ხელისუფლებას საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებისთვის მკაცრი პასუხი მოსთხოვოს.

როგორც გედევან ფოფხაძე ამბობს, აკადემიური პროტესტი უკვე გამოირიცხა, რადგან ხელისუფლება არის ლეგიტიმაციის მიღმა.

„ფაქტია, რომ ჩვენ სულში ჩაგვაფურთხეს. ამაზე მათ უნდა მოვთხოვოთ მკაცრი პასუხი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურ ფორმებზეა საუბარი, მერე იმის ადეკვატურად უნდა გაგრძელდეს პროტესტი, რა ხარისხითაც მოხდება ხელისუფლების დელეგიტიმაცია. თუ ხელისუფლება კარგავს ლეგიტიმაციას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ნებისმიერ ძალადობას, მოთხოვნას მისი მხრიდან არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. თუ ხელისუფლება გადავა დაჭერებზე, მშვიდობიანი აქციების დარბევებზე, ამას უნდა მოჰყვეს სხვა პროტესტი, ამას უნდა ვუპასუხოთ ადეკვატურად, მათ შორის უნდა მოხდეს პიკეტირება ყველა სახელმწიფო დაწესებულების.

„ქართული ოცნება“ უნდა წავიდეს პოლიტიკიდან და მისი პოლიტიკური ლიდერები უნდა წავიდნენ პოლიტიკური ისტორიის ეშაფოტზე. ვინც ამ ყველაფრის უკან იდგა და კონსტიტუცია თავზე დაგვახია, თავისი პოლიტიკური საქმიანობით, ისინი უნდა წავიდნენ ციხეში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა