მამუკა მდინარაძე - სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, პარლამენტი დგას თავის ადგილზე, არანაირი კატასტროფა არ მომხდარა

„სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, პარლამენტი დგას თავის ადგილზე, არანაირი კატასტროფა არ მომხდარა ", - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩაგდების შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით, ახლა გეგმაა მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობა.

ამასთან, მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კანონპროექტის ჩაგდებაზე "ადეკვატური რეაქცია" ექნება.

"ნაციონალური მოძრაობის" დროსაც შერეული სისტემით მიდიოდა არჩევნები. ახლა არ მოსწონთ თურმე ის, რაც თვითონ არ შეუცვლიათ და ახლა ამაში ხედავენ აპოკალიფსს. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, პარლამენტი დგას თავის ადგილზე, ყველა მუშაობს გამართულად, არ მომხდარა არანაირი კატასტროფა. "ნაციონალური მოძრაობისგან" პასუხისმგებლობას არ ველოდებით იმიტომ, რომ დღევანდელ დღესაც კი აქციის დაორგანიზება და მაჟორიტარ დეპუტატებზე „მონების ძახება“ აი, ასეთი შედეგის გამომწვევია. გეგმა არის მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე, სტაბილურობა და პროცესების მართვა. ეს ასეც იქნება. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. ადამიანებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, თუნდაც თავისი პროტესტის. ისინი ამ პროტესტს გამოხატავენ, სახელმწიფო და სამართალდამცველები თავის საქმეს გააკეთებენ. რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, ისინიც ზუსტად ისე გაიგებენ, როგორც არის სინამდვილეში. ამ მოვლენების მიმართ ისინიც ადეკვატურები იქნებიან. შეიძლება კონკრეტული თემების მიმართ მკაცრი შეფასებები იყოს, მაგრამ ყველა იქნება ადეკვატური, გარდა იმისა, ვისაც სუბიექტური დამოკიდებულება აქვს,"- განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა