„პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ახალ კანონპროექტს წარადგენს

„პატრიოტთა ალიანსი“ დღეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს პარლამენტში თავიდან წარადგენს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონპროექტში მხოლოდ მცირედი ცვლილება შევა.

„უმრავლესობას შექმნილ კრიზისულ ვითარებაშიც კი შეუძლია ვითარების გამოსწორება, შეუძლია თავიდან შემოიტანოს ჩავარდნილი კანონპროექტი პარლამენტში მცირედი ცვლილებით. ამის გაკეთება უმრავლესობას შეუძლია, მაგრამ არ ვიცი, რაზე მსჯელობენ. როგორც ჩანს, ამას არ გააკეთებენ, ამიტომ ჩვენ დღეს პარლამენტში შევიტანთ იგივე კანონპროექტს. მცირედი ცვლილებით წარდგენის უფლება გვაქვს. ეს იქნება ბუნებრივი ბარიერი 0.67 %-ის ნაცვლად 0.7 პროცენტი. ამ ცვლილებით შევიტანთ პარლამენტში ხვალვე,“ - განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა