ქუთაისში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციაში მონაწილეობენ სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეებს აქვთ პლაკატები - „გადაგვაგდე? გადაგაგდებთ ივანიშვილო“, "მხეიძე სირცხვილია".

მათი თქმით, ხელისუფლებამ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ერთადერთი დაპირებაც არ შეასრულა და მოქალაქეები კვალავ მოატყუა.

"მონებს შორის ყველაზე გამორჩეული მონების აჯანყების არავის სჯერა, ეს არის დადგმული სპექტაკლი, რომ ეს დაპირება არ შესრულებულიყო. მოვითხოვთ, კორუმპირებული მთავრობა გადადგეს. მათ "გავრილოვის ღამის" შემდეგ მეორედ მოგვატყუეს და სულში ჩაგვაფურთხეს. ამას არ ვაპატიებთ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა.