ხატია დეკანოიძე - არჩევნებს მოვიგებთ, ეს იქნება ერთიანი პლატფორმა - ყველა ერთის წინააღმდეგ

არ აქვს მნიშვნელობა, რა კონფიგურაცია იქნება, არჩევნებს მოვიგებთ, გავაპროტესტებთ მოქალაქეებთან ერთად. ეს იქნება ერთიანი პლატფორმა, ყველა ერთის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, სამოქმედო გეგმა აუცილებლად გაჟღერდება სრულ კოორდინაციაში არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან ერთად. მისივე თქმით, შეხვედრას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სრულიად ოპოზიცია არის ერთიანი, სრულიად პროდასავლური ოპოზიცია იქნება იმ ადამიანებთან, ვინც აპროტესტებს ბიძინა ივანიშვილის თავგასულობას. ნებისმიერ კონფიგურაციაში ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება, ჩვენ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და იცოდეს, რომ ეს არის მისი საქართველოში ბოლო ჟამი. ეს იქნება პროტესტი, მათ შორის რადიკალური პროტესტი. ეს იქნება პროტესტი იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, რომელიც შუა თითს აჩვენებს პროტესტს, მათ შორის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და საქართველოს მოსახლეობას. ასე არ გამოვა, ეს დამთავრდება,“-აცხადებს დეკანოიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი