ზუგდიდში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება  მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს

ზუგდიდში საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაია ბიუროსთან გააპროტესტეს. აქცია - „დავიბრუნოთ ქვეყანა“ სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით ჩატარდა და მას მოქალაქეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსფარანტები: „ბიძინა მაჟორიტარების მეფე“, „თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან პროპორციული არჩევნების გაუქმებამდე“, „მოგვატყუეს“, სირცხვილია“, გადაგვაგდეთ? გადაგაგდებთ“.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ცაბუნია ვართაგავას თქმით, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან შეკრება სიმბოლურია, რადგან სწორედ ის არის ერთ-ერთი, რომელმაც საკუთარ ინიცირებულ კანონპროექტს თვითონ არ დაუჭირა მხარი.

„ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. ეს არის კიდევ ერთი შავი ლაქა პარლამენტარიზმის ისტორიაში. კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დაგვპირდნენ კიდევ ერთ ცვლილებას და ეს არ შეასრულეს. ზუსტად ამიტომ ვდგავართ დღეს აქ. ადგილიც არ არის შემთხვევით შერჩეული. ეს არის სიმბოლური, იმიტომ, რომ მერაბ ქვარაია იყო ერთ-ერთი პარლამენტარი, რომელიც არის ამ კანონპროექტის ინციატორი, როგორც აღმოჩნდა მან თავის ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, რაც არის სრულიად სამარცხვინო“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუას თქმით, ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ, რომ ადამიანებს პარლამენტის დაკომპლექტების სამართლიანი გზა წაართვან.

„ვხედავთ და ფაქტია, რომ რაღაც სპექტაკლის მონაწილე გახდა ჩვენი პარლამენტი. ფაქტია, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას“.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად ერთ-ერთი მორჩილი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაი გამოიყენა.

„წლის ანეკდოტი არის ის, რომ მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წავიდნენ. პირიქით, ბიძინა ივანიშვილმა, ეს ორი მორჩილი ადამიანი გამოიყენა საზოგადოების გადასაგდებად, რაც მას არავითარ შემთხვევაში არ შერჩება. ეს არის საზოგადოების გადაგდება“, - თქვა მან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო