ანონსი 15 ნოემბერი

15 ნოემბერს, 09:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ გაიხსნება.

კონფერენციას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია.

15 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელოვნება. ეპოქები და ტენდენციები“ გაიხსნება.

ღონისძიება ქართველი მეცნიერის, შალვა ამირანაშილის დაბადებიდან 120-ე წლისთავს ეძღვნება.

15 ნოემბერს, 10:00 საათზე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და პარტნიორი უწყებები საქართველოში პირველ თანასწორობის კვირეულს (15-22 ნოემბერი) იწყებენ. ღონისძიებას გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი კრისტიან ურსე; ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე; სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და კოალიცია თანასწორობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძე.

მის: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზუმი, რუსთაველის გამზ. 27

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და მცირეწლოვანი ბავშვის მშობელი ზურაბ ღვინიაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ მისი შვილი ლევან აკინის ფილმში მოტყუებით გადაიღეს, სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ოფიციალური მიმართვა შსს-ს გამოძიების დაწყების თაობაზე. მცირეწლოვანზე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კანონპროექტი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ , რომელიც დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობითაა დამუშავებული და რომლითაც პროპორციული წესით არჩევნების გამართვაა შესაძლებელი - როგორ შეიძლება გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. ვადამდელი არჩევნების საკითხი. ნაბიჯები, რომელი „ქართულმა ოცნებამ“ ვითარების შემოსაბრუნებლად უნდა გადადგას.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის (SNA 2008) პრეზენტაციას გამართავს, რაც ითვალისწინებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაანგარიშებას ახალი სტანდარტების შესაბამისად.

მის: სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (პირველი რესპუბლიკის მოედანი #1)

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქალაქო სასამართლოს ეზოში, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის სასამართლო პროცესის წინ, გურამ ჩალაგაშვილი, კოტე კემულარია და ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი წარადგენენ მათ მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც შეეხება, როგორც ოქრუაშვილის ასევე კოშაძის საქმეებს.

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს.

თემა: პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება. ოპოზიციის გეგმები და რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება. ოპოზიციის გეგმები და რიგგარეშე არჩევნების საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, კონსერვატორების ოფისში ბრიფინგი გაიმართება

მის: კრწანისი, მეორე შესახვევი, #15-1

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) ექსპერტებთან შეხევედრას გამართავს.

თემა: „ცვლილებები შრომის კოდექსში“.

მის.: BAG-ის ოფისი, ლეონიძის ქ.2

საკონტაქტო: 599 228020 ნუცა შავლაძე

15 ნოემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეზ კოპაჩი გამართავს ბრიფინგს საქართველოს მიერ ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

მის: რუსთაველის გამზ.13

15 ნოემბერს, 14:00 საათზე, ცაგერი უმასპინძლებს ინიციატივას GRETA ჰაბი | ჯანსაღი გასტრონომიისა და ორგანული პროდუქტების ჰაბი მთაში.

ღონისძიება „GRETA ჰაბი - ცაგერს“ ოფიციალურად გახსნის ავსტრიის ელჩი საქართველოში - არად ბენკო და ცაგერის მერი - ავთანდილ უგრეხელიძე.

საკონტაქტო: 577 777 163

15 ნოემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ვალერიან გელაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 ნოემბერს, 17.00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სამედიცინო საზოგადოება უკანონოდ დაკავებული ექიმის, საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს.

15 ნოემბერს, 18:00 საათზე, წიგნის „დიმიტრი ერმაკოვი ირანში" პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სიონის ქუჩა#8

15 ნოემბერს 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ანზორ ერქომაიშვილის წიგნის „არუგატო გოზაიმაშტა ანუ საიდან ამდენი ღიმილი?!“ პრეზენტაცია გაიმართება.

მის: ლადო გუდიაშვილის N 7.

საკონტაქტო: 577 100830

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა