ბათუმში პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

შეკრებილების განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები უმრავლესობიდან დღეს სამარცხვინოდ მოიქცნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, როცა კანონპროექტი ჩააგდეს, რაც მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას გულისხმობს. მათივე განცხადებით, ამ ქმედებით ბიძინა ივანიშვილი მმართველობას დაასრულებს.

"საზოგადოება არის შეურაცხყოფილი და ამას არ აპატიებს. ქართველი ერი პროპორციულ არჩევნებს ითხოვს. მოვითხოვთ, რომ ხალხის აზრი იყოს პარლამენტში გატარებული, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ღირსება შელახული ვართ",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა