ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთის გვერდით დააყენა

ხელისუფლებამ მოახერხა და ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთის გვერდით დააყენა. ერთობა ამ შემთხვევაში არის ის, რამაც შიძლება მოგვაპოვებინოს თავისუფალი არჩევნები, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, რომ პროცესები არ გახდეს უმართავი.

„მოვლენების პოლიტიკურ განვითარებას თავისი ლოგიკა აქვს. შეიძლება ერთხელ და ორჯერ მოტყუვდეს საზოგადოება, მაგრამ ეს მუდმივად ვერ გაგრძელდება. ძალიან მძიმე პროცესია ახლა ქვეყნისათვის, სერიოზულია არასტაბილურობის საფრთხე. ერთადერთი გზაა ახლა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, რომ ეს პროცესები არ გავიდეს კონტროლიდან და არ მიიღოს უმართავი სახე , ბუნებრივია სერიოზული არასტაბილურობა ქვეყნისათვის ახლა სახიფათო იქნებოდა. ჩვენ ყველანი, ოპოზიციური პარტიის ლიდერები უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად კონსოლიდირებული, რომ კონტროლიდან არ გამოვიდეს სიტუაცია.

რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ამაზე დაეკისრება ხელისუფლებას და ივანიშვილს, მაგრამ ამით დიდი შეღავათი ვერ იქნება თუ ქვეყანას რაიმე დაუშავდა. უნდა მოვიპოვოთ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია