ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს

საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქუჩებში პროტესტის ნიშნად მსვლელობა მოაწყვეს და აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და ყოველდღიურ რეჟიმში პროტესტს გააგრძელებენ. აქციის მონაწილეებს არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აჭარის ორგანოზაციის წევრები შეუერთდნენ.

























