გიორგი კანდელაკი - ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა

ივანიშვილი ცდილობს რუსეთისკენ წაათრიოს ეს ქვეყანა, ინგლისურად მოლაპარაკე გუნდში აღარავინ დარჩა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციული სისტემა უზრუნველყოფდა სტაბილურობას, რომ ივანიშვილი წასულიყო მშვიდად, ცივილიზებულად და ყოველგვარი ხმაურის გარეშე.

„მაგრამ, მან გადაწყვიტა ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და თქვა, ან ყველაფერი, ან არაფერი და ამიტომ იგი მიიღებს არაფერს, რადგან ქართველი ხალხი ისე გაბრაზდა გუშინ, ეს სიბრაზის ტალღა ივანიშვილს უბრალოდ წალეკავს. ჩვენი, პოლიტიკური პარტიების ამოცანაა, ეს პროცესი წარვმართოთ ისე, რომ ქვეყანა არ დაზიანდეს“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა