აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ

აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიან, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პარლამენტმა ქართველ ერს შეურაცხყოფა მიაყენა და პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეურთდნენ.

„მოვედით, რათა ყველა სახელმწიფო უწყების პიკეტირება მოვახდინოთ. ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ეყოლება ბიძინა ივანიშვილს. მზად ვართ, ყველა დაგვაპატიმრონ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ქვეყნის მომავალს მათ ინტერესებს ნუ შეწირავენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რეზო ხარაზმა.

აჭარის მთავრობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ ხელისუფლება გადადგეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო