ელგუჯა ბაგრატიონი  და აქციის რამდენიმე მონაწილე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

აჭარის უმაღლეს საბჭოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ელგუჯა ბაგრატიონთან ერთად იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე. აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მათ შენობაში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლით აქციის მონაწილეები: რეზო ხარაზი, გია ხალვაში, ბეგლარ ფუტკარაძე და ალექსანდრე მილორავა არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა აქცია გამართეს და აჭარის მთავრობის სახლის პიკეტირება მოახდინეს. აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს