სიღნაღის მერია - ინფრასტურუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში შევიდა

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გივი მეტრეველმა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ქალაქ წნორში, სოფელ ანაგაში, ქვემო მაჩხაანსა და ბოდბეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და მათი მიმდინარეობის ეტაპებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

გიორგი გოგილაშვილის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში არაერთი ინფრასტრუქუტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელთაც მონიტორინგსაც აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.

„ჩვენთვის მნიშნელოვანია მოსახლეობამ დროულად ისარგებლოს გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით და განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული სარგებელი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახოს“, - აღნიშნა გიორგი გოგილაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს