„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს

„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით.

იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, - განაცხადა ძიძიგურმა.

რაც შეეხებათ ფრაქცია „კონსერვატორების“ სხვა დეპუტატებს, როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრები ზვიად ძიძიგურის, გიგა ბუკიას და ნინო გოგუაძის გარდა, მუხრან ვახტანგაძე, რულან გაჯიევი და პაატა კვიჟინაძე არიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 9 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა.

„ქართული ოცნებას“ პარლამენტში 104 დეპუტატი ჰყავდა. გუშინ განვითარებული პროცესების შემდეგ, ამ დროის მონაცემებით, მმართველ გუნდს 9 პირი გამოეყო. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა რაოდენობა ამ ეტაპზე 92-ს შეადგენს.

იხილეთ ვიდეო: "ეს გადაწყვეტილება განაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ" - "კონსერვატორებმა" უმრავლესობა დატოვეს

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე