„ნაცმოძრაობის" წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების შესახებ აუდიოჩანაწერი მიიტანეს

აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებების აუდიოჩანაწერი მიიტანეს.

როგორც მათ განაცხადეს, ამ ფორმით აჭარის მთავრობის წევრებს ახსნებენ, რომ ხალხს დანაპირები შეუსრულონ.

აქციის მონაწილეები პარალელურად იმ პირების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც დღეს სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ბატონო თორნიკე, თქვენ არ ხართ ხალხისთვის და ბიძინა ივანიშვილი თქვენთან ერთად უნდა დასრულდეს. ბიძინა ივანიშვილმა ღირსება წაგვართვა. გავერთიანდეთ ყველა ერთად და გადავაყენოთ ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა და განუხორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ხვალ თბილისისკენ მსვლელობას დაიწყებენ, ნაწილი კი რეგიონში დარჩება და იქ გამართავს აქციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა