ჰოლივუდში, აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე, ფილმისთვის „შინდისი“, დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

„ოსკარისა" და „ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, კინოფესტივალზე ძირითადად ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან. „შინდისი“ გვიყვება სოფელზე, რომელმაც ომი გადაიტანა. ეს არის რეალურად მომხდარი ამბავი ჩვენი დროის კავკასიური ომიდან. ადგილობრივი გლეხების თავდადება და ჩასაფრებაში მომწყვდეული ჯარისკაცების ბრძოლა სიცოცხლისთვის. ამჟამად „შინდისი“, როგორც საქართველოს კანდიდატი ფილმი, ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























