ნინო გოგუაძე - ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ვერ ვხედავ უმრავლესობის რიგებში და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს

მე, როგორც უმრავლესობის წევრი და როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვტოვებ პოზიციას, - ამის შესახებ უმრავლესობის უკვე ყოფილმა წევრმა „კონსერვატიული პარტიიდან“ ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოგუაძის თქმით, მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილი იყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

„ამ პროექტის ინიცირება გავაკეთეთ და ჩვენ თვითონ დავარწმუნეთ საზოგადოება, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამ გადაწყვეტილებაზე უარი არ უნდა ეთქვათ. ეს ჩემთვის ახსნადი არ არის. მე თვითონ ბევრი ვისაუბრე ჩვენს მოსახლეობასთან, ასევე ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან რამდენად მნიშვნელოვანი ცვლილება იყო ქვეყნისთვის. ამიტომ, მე დღეს ძალიან გამიჭირდება ავუხსნა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რატომ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება და არ მივიდა ბოლომდე. ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ვერ ვხედავ ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების მიღება მიწევს. რაც შეეხება კონსერვატიულ პარტიას, ბუნებრივია, ის გააგრძელებს საქმიანობას“, - განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ „კონსერვატორმა“ დეპუტატებმა - ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს