აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო, მთავრობის სახლთან ოთხი ადამიანია დაკავებული

პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ოთხი ადამიანია დაკავებულია და ფაქტზე ადმინისტრაციული შესწავლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სამთავრობო დაცვისგან მათთან შეტყობინება შევიდა, რომ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადაადგილების საშუალებას აძლევდნენ.

კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, პოლიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა მთავარი შესასვლელი კარი არ გაათავისუფლეს, რის გამოც სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს.

„აჭარის პოლიციის დეპარტამენტში სამთავრობო დაცვის სამსახურიდან შეტყობინება დაფიქსირდა. მათი განმარტებით, აჭარის მთავრობის შენობის ცენტრალური შესასვლელი კარი ბლოკირებული იყო. თანამშრომლებს გადაადგილების საშუალება არ ეძლეოდათ. გამოცხადდა საპოლიციო ძალები, არაერთი განმარტების მიუხედავად, რომ გაეთავისუფლებინათ შესასვლელი კარი და პროტესტი სხვა ფორმით გამოეხატათ, პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილენ. ამის შემდგომ ოთხი ადამიანი დაკავებულია და ფაქტზე ადმინისტრაციული შესწავლა მიმდინარეობს", - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

დაკავებულების სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათი ნაწილი სასამართლოსთან, ნაწილი კი აჭარის მთავრობის შენობასთან რჩებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა