ეკა ბესელია - როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, ამით ქვეყანას აყენებ ზიანს, „ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა

როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს. „ქართულმა ოცნებამ” საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მედიას განუცხადა, რითაც პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ეკა ბესელიას თქმით, ძალიან დიდი ზიანი ადგება ქვეყანას, როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას დანაპირებს არ უსრულებს.

“ამით საკუთარ ხალხს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას განაწყობ შენ წინააღმდეგ, რომელმაც ტაში დაგვიკრა ამ დაპირების გამო, ყველა განაწყენდა. როდესაც შიგნით შენი მოქალაქეები და გარეთ ყველა მეგობარი ერთდროულად გიბრაზდება, უარყოფითად გაფასებს და აკრიტიკებს ქვეყანას, ამით ქვეყანასაც აყენებ ზიანს და საკუთარ თავს ხომ ხარაკირი გაუკეთა და გაუკეთა, “ქართულ ოცნებას” ეხება ეს. პირადად ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე ამხელა ტვირთი რომ აიღო, ამას რით გაანეიტრალებს უკვე მე ვერ წარმომიდგენია”, - აცხადებს ბესელია.

იგი ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციებს. მისი თქმით, პოლიტიკოსები ყველაფერს გააკეთებენ,რომ აქციებმა არაკონსტიტუციური სახე არ მიიღოს, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შესაძლოა, მათ არ დაემორჩილონ.

„სამწუხაროდ, რუსთაველის გამზირს და პარლამენტის ტერიტორიას დიდი გამოცდილება აქვს ხანგრძლივი ბრძოლის და აქციების, როდესაც პროტესტი კულმინაციურ პროცესს აღწევს. არჩევნები, ძალაუფლების უზურპაცია, სამართლიანობა ყოველთვის იყო თემა, სადაც საზოგადოება დიდ კონსოლიდირებას ახდენდა. ჩვენ რუსთაველზე აქციები გვახსოვს არა კვირების, არამედ თვეების და წლების განმავლობაში, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ უძლებდა და ის უშვებდა ფატალურ შეცდომებს, რომელიც შემდეგ სრულდებოდა ყველა შემთხვევაში მისთვის ტრაგიკულად. თუ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა წარსულს დაემსგავსოს, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით და იგივე არ გაიმეოროს, მაშინ უნდა გაითვალისწინოს წარსულის გამოცდილება და არ გამოსცადოს ხალხის მოთმინება. ასე გამოცდა საკუთარი მოქალაქეების სახიფათოა, რისკის მატარებელია. ჩვენ პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აქციებმა არ მიიღოს არაკონსტიტუციური სახე, მაგრამ სხვადასხვა ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ ამ აქციებში და სულაც არ არიან პოლიტიკოსების კონტროლის ქვეშ, შეიძლება არ დაემორჩილონ არავის. ხელისუფლებას უპასუხისმგებლოდ მოქცევის უფლება არ აქვს”,-განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა