აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები მოსამართლემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა, რადგან დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მათ ადვოკატის აყვანისთვისა და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ.

მოსამართლემ დაკავებულების მოთხოვნა გაითვალისწინა და ისინი სხდომათა დარბაზიდან მტკიცებულებების შესაგროვებლად გაათავისუფლა.

დაკავებულებს გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი პირი: რეზო ხარაზი, ბეგლარ ფუტკარაძე, გია ხალვაში და ალექსანდრე მილორავა დღეს დილით აჭარის მთავრობის სახლთან აქციის დროს დააკავეს.