აქციის მონაწილეები გორში, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შესვლას ცდილობენ

გორის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაურია. აღნიშნულ შენობაში განთავსებულია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიურო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა აქცია სასტვენების თანხლებით, ჯერ ადმინისტრაციულ შენობასთან გამართეს. ისინი მაკრახიძისგან პარლამენტში პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო, პასუხს ითხოვდნენ და საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ.

გორის მაჟორიტარი აქციის მონაწილეებთან არ გამოჩენილა, რის შემდეგაც შეკრებილებმა თავად გადაწყვიტეს შენობაში შესვლა.

ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომლები მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეებმა მათ რამდენიმე წუთი მისცეს შენობაში შესვლის უფლების მისაღებად.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა