გორში, მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროსთან, პოლიციელებსა და „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან, სადაც აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობენ, შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ და განუმარტავენ, რომ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის თანახმად, მათ არ აქვთ უფლება ტრანსფარანტებით და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და აქცია გამართონ. თუმცა, აქციის მონაწილეები დამორჩილებას არ აპირებენ და სამართალდამცავებს ულტიმატუმის სახით მორიგ ვადას აძლევენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გორის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში არ მიიღეს.

აქციის მონაწილეებმა იოსებ მაკრახიძეს საპარლამენტო მანდატის დატოვებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა