ახალციხეში, გადასახლებული მესხების შთამომავლებთან, შეხვედრა გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან მოსახლეობის გადასახლების 75 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, დაბრუნებულ, გადასახლებული მესხების შთამომავლებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ რუსუდან ასათიანმა, დამსწრე საზოგადოებას რეპატრიაციის პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარე პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მონაწილეებმა უწყების წარმომადგენლებთან საკუთარი პრობლემების, გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ისაუბრეს. დასვეს კითხვები, რომლებზეც ამომწურავი პასუხი მიიღეს.

„ამ ადამიანებმა, რეპატრიაციის კანონის ფარგლებში, რეპატრიანტის სტატუსი და შემდგომ, გამარტივებული წესით, საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა მიიღეს. დღეს მათ საკუთარი საჭიროებები გაგვიზიარეს. ეს შეხვერდები სწორედ პრობლემების იდენტიფიკაციასა და მათ გადასაჭრელად ერთობლივი გზის მოძებნას ემსახურება. ჩვენი მიზანია მათ მხარდასაჭერად მაქსიმუმი გავაკეთოთ.

უნდა აღნიშნოს, რომ საქართველომ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სრულად შეასრულა 1999 წელს, ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციისა უფლების შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნასთან დაკავშირებით, რაც მათი მონიტორინგის ანგარიშებიც ასახულია “, - განაცხადა რუსუდან ასათიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა