გორის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა შენობაში შეღწევა ვერ შეძლეს

გორის ადმინისტრაციულ შენობასთან გამართული აქციის მონაწილეებმა შენობაში შეღწევა ვერ შეძლეს. შენობის შესასვლელში მობილიზებულმა სამართალდამცავებმა აქციის მხოლოდ ორ წევრს - ვასილისა ჯაბახიძეს და ბექა ქორჩილავას, რომლებიც, ამავდროულად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები არიან, შენობაში შესვლის ნება დართეს, თუმცა, ამ წინადადებაზე საკრებულოს წევრებმა უარი განაცხადეს.

აქციის მონაწილეებმა სასტვენების თანხლებით, რუპორებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს მანდატის დატოვება, შემდეგ კი, შენობის ფასადზე, იმ ფანჯრებთან, სადაც მაჟორიტარის ბიუროა განთავსებული, პლაკატები გააკრეს წარწერებით - ,,ტენდერების მონა“.

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა აქციის მონაწილეებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ადმინისტრაციული შენობის ფასადზე პლაკატების გაკვრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევაა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს.

აქციის მონაწილეები გორის მაჟორიტარი დეპუტატების - იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა