ქეთევან ციხელაშვილმა ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვენერალურ მდივანთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება გააცნო.

უწყების ინფორმაციით, კოპენჰაგენში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი წარმოადგენდა.

„საუბრის მთავარი თემა ცხადია, იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევები. დეტალურად განვიხილეთ ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა. 2 თვეზე მეტია მიმოსვლა ჩაკეტილია, რაც ადამიანებს კრიზისულ სიტუაციაში აგდებს პროდუქტების, მედიკამენტებისა და გადაადგილების აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს ეხებათ, პირველ რიგში, ახალგორელ ქართველებს, თუმცა ასევე ოსებს, რადგან ეს შეზღუდვა მთლიანად რეგიონს აქცევს სრულ იზოლაციაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ცდება ჰუმანურობისა და ჰუმანიტარულ პრინციპებს. საერთაშორისო თანამეგობრობა და ცხადია, ჩვენი პარტნიორებიც ეუთოში სრულიად ერთსულოვანია. ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რომელიც ასევე გარდა იმისა, რომ უკანონოა, რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპებს ცდება, როდესაც ექიმის დაკავება ხდება და ასეთი ხელოვნური მიზეზებით და ბრალდებებით. ცხადია, ჩვენი მცდელობა და ძალისხმევა და ნაბიჯები მიმართულია მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა