ოპოზიციური პარტიები აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "გირჩის", "ევროპული საქართველოს", "სამოქალაქო მოძრაობის", "შენების მოძრაობის" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა.

აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტის ნიშნად აქციებს გააგრძელებენ.

"შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც გავერთიანდით სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი გაერთიანებები, ასევე მხარს გვიჭერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მიზანია ქართველი ახალგაზრდების სისხლის ფასად მოპოვებული პროპორციული საარჩევნო სისტემის დაცვა. მიუხედავად ჩვენი განსხვავებული ხედვებისა, ეს არის ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელმაც გაგვაერთიანა. აქვე ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას და ვაპირებთ პერმანენტულ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის",- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის დროს ოთხი პირი დააკავეს. ისინი სასამართლომ ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა