აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესგან ითხოვენ, დააფიქსიროს თავისი პოზიცია - მხარს უჭერს თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემას

აჭარის მთავრობის სახლთან საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებიც პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა მოძრაობებისგან არიან დაკომპლექტებული, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს დროს აძლევენ.

როგორც მათ განაცხადეს, თორნიკე რიჟვაძემ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მხარს უჭერს თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

"თორნიკე რიჟვაძეს დროს ვაძლევთ კვირას 15:00 საათამდე, რათა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, რომ მხარს უჭერს გუშინდელ ბიძინა ივანიშვილს თუ 24 ივნისის ბიძინა ივანიშვილს?.... ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა საარჩევნო სისტემა",- განაცხადა აქციის მონაწილე ალექსანდრე მილორავამ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებმა პროტესტი შეწყვიტეს და ხვალ 18:00 საათზე ვარდების სკვერში აქცია დააანონსეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს