ფოთში, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა

ფოთში, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან შეიკრიბნენ და თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა.

,,ჩვენ მხარდაჭერას, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისში აქციაზე გამოსულ ხალხს. გარკვეული მიზეზების გამო ვერ შევუერთდით მათ დღეს და ამიტომ პროტესტი ამ ფორმით აქ გამოვხატეთ. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი და კიდევ ბევრჯერ მოატყუებს. საკმარისია ბოლოს და ბოლოს ბატონო ბიძინა, გეყოთ. არ გაგივათ ის ოინები, რაც თქვენ გაქვთ დასახული. მე პირადად, როგორც ერთ-ერთი მეომარი გპირდებით, არ გაპატიებთ ქართველი ერის შეურაცხყოფას და სულში ჩაფურთხებას“, - განაცხადა აქციის მონაწილე თეიმურაზ შურღაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა