რუსთავის მერი გერმანიის  ელჩს  შეხვდა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, რუსთავის მერმა, ჰუბერტ ქნირშს, ძველი და ახალი რუსთავის ისტორია გააცნო.

ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ტყვედ ჩავარდნილმა გერმანელმა სამხედროებმა, ქალაქის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეიტანეს და მათი გარკვეული ნაწილი, დღემდე რუსთავშია დაკრძალული. მისივე თქმით, გერმანელი ტყვეების საფლავების მოძიების მიზნით, უკვე მეორე წელია გერმანელი სპეციალისტები, რუსთავის ისტორიულ მუზეუმთან ერთად, სამუშაოებს აწარმოებენ.

„ჰუბერტ ქნირში განსაკუთრებით დაინტერესდა ჩვენი ქალაქის ისტორიის იმ პერიოდით, როდესაც გერმანელი ტყვეები, რუსთავის მშენებლობის პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ რუსთაველებსა და გერმანელ სამხედროებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნენ, გარკვეული ადამიანური ურთიერთობებიც კი ჩამოყალიბდა. გერმანიის ელჩმა, რუსთავთან კულტურული ურთიერთობების დამყარების მზაობა გამოთქვა. ბატონი ჰუბერტი, ასევე დაინტერესდა რუსთავის პროფესიული გადამზადების ცენტრ „მოდუსის“ საქმიანობით. მან სურვილი გამოთქვა, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთხელ ესტუმროს და დეტალურად გაეცნოს იმ პროგრამებს, რომელსაც „მოდუსი“ დღეისათვის ახორციელებს პროფესიული გადამზადების კუთხით“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მოგვიანებით, ირაკლი ტაბაღუა და ჰუბერტ ქნირში რუსთავის მე-15 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც პროექტის - „ევროპული კლუბები საქართველოში’’ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. საღამოს, რომელიც ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს მიეძღვნა, ადენაუერის ფონდის საქართველოს ოფისის დირექტორი ტომას შრაპელი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ცნობისთვის, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრისა (CTC) და პოლონეთის რობერტ შუმანის ინსტიტუტის მხარდაჭერით, საპილოტე პროექტი - „ევროპული კლუბები საქართველოში ხორციელდება. პროექტში რუსთავის მე-15 და მე-16 საჯარო სკოლები, ასევე თბილისის 4 საჯარო სკოლაა ჩართული. პროექტის მიზანია საჯარო სკოლებში ევროპული კლუბების ჩამოყალიბებით, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების, იდეების, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობისა და ლიდერობის უნარების განვითარებას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა