გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ დარჩნენ

სრულიად ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნებია: პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა, შესაბამისად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცვლილებები, რაც საჭიროა, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი ყველა მოთხოვნაში ერთიანია.

„ეს არის მოთხოვნები, გნებავთ ულტიმატუმი, რომელსაც უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს ხელისუფლებამ. ძალიან კარგად ვიცით, რომ მათმა წარმომადგენლებმა, რომელთაც დღეიდან ჩვენ ვუწოდებთ „ბიძო-ბოტებს“, განცხადება გააკეთეს, რომ ვითომ არ აინტერესებთ, აი, ხვალ უკვე როგორ არ დააინტერესებთ, მაგასაც ვნახავთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მოთხოვნებს, როგორ გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს. ეს ყველაფერი გაჟღერდება უშუალოდ აქციაზე. დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გეტყვით, რადგან ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, მათ შორის ახალგაზრდებთან შეთანხმებით. ყველა ერთიანად და შეთანხმებულად ვმოქმედებთ, ერი და ბერი გაერთიანებულია, რომ ეს დიდი ტყუილი, მსოფლიო თაღლითობა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა ჩაიდინა, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და საქართველო წავიდეს ნორმალური მართვის პროცესში, ვუშველოთ ხალხს და არა ივანიშვილს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სამივე კონკრეტული ულტიმატუმი უნდა დაკმაყოფილდეს.

„მოდელებზე შეთანხმებულები ვართ, ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებენ იურისტები. ძალიან ძლიერი იურისტები არიან ჩვენს გუნდში, ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხერხდეს ეს. ახლა მთავარია, მოთხოვნების შესრულებაზე დათანხმდეს „ბიძო-ბოტთა“ და ერთობლიობა, რომელიც არის ხელისუფლებაში“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მანვე უპასუხა კითხვაზე სოფიო ქაცარავას შესახებ, რომელმაც ჯერ უმრავლესობა, ახლა უკვე დეპუტატის მანდატი დატოვა.

„ქართული ოცნების“ რღვევა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან „ბიძო-ბოტობა“ არ უნდათ ადამიანებს. აუცილებლად ეს პროცესი იქნება შეუქცევადი. „ქართული ოცნება“ ჩამოშლილია, იქ დარჩნენ მხოლოდ და მხოლოდ „ბიძო-ბოტები“ და მოვუწოდებ, ვინც დარჩა „ქართულ ოცნებაში“, დროულად დატოვეთ ეს მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელმაც ამხელა საჯარო თაღლითობა ჩაიდინა ხალხის წინაშე“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა