დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება

დღეს თბილისში პარლამენტთან და სასტუმრო „რედისონთან“ აქციები გაიმართება. საკანონმდებლო ორგანოს წინ ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობების წარმომადგენლები შეკრებას 15:00 საათზე გეგმავენ. მათი მოთხოვნებია: „საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროებითი მთავრობისა და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში“.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები კი სასტუმრო „რედისონთან“ შეკრებას 17:00 საათზე გეგმავენ. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება.

ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა