თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ოპოზიციის მხარდამჭერები კახეთიდანაც მოდიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად ოპოზიციის მხარდამჭერები  კახეთიდანაც მოდიან

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად კახეთიდანაც მოდიან. "ნაციონალური მოძრაობის" 200-ზე მეტი მხარდამჭერი, ჩალაუბანში შეიკრიბა და თბილისისკენ გამოემართნენ.

მათი თქმით, არ მისცემენ ხელისუფლებას ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ მოტყუების უფლებას.

"დღეს ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება, ხალხს უფლება წაართვეს. სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, ყველა ვერთიანდებით იმის წინააღდეგ, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართა. დღეს მთელი საქართველო ერთად ვიდგებით“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა.