ვაჟა სირაძე - არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის

არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარალამენტის შიდა პერიმეტრზე მყოფმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ.

მისი ინფორმაციით, სამართალდამცველები ადგილზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად არიან მობილიზებული.

„პარლამენტში და მის გარე პერიმეტრზე განთავსებულია შესაბამისი პოლიციური ძალები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით. ვადასტურებ ამ ინფორმაციას. თუმცა ისინი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

იცით, რომ დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია. რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ.

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა